როგორ და რატომ უნდა ვიკვებოთ ჯანსაღად? 🤔



ჯანსაღი ცხოვრების წესი 21 ე საუკუნის მთავრი გამოწვევაა,კვება კი მისი შემადგენელი მთავრი ნაწილია. არსებულმა რეალობამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე რომ ნებისმიერი სხვა საშუალება ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად,რთული და არაეფექტური იქნება თუ მას კვებით არ შევუწყობთ ხელს.პირველი და ძირითადი მიზეზი რის გამოც უნდა შევეცადოთ და ვიკვებოთ ჯანსაღად არის ის რომ :გაუმჯობესდეს ჩვენი მეტაბოლიზმი,ნივთიერებათა ცვლა,რომელიც ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი საფუძველია,პირდაპირ არის დამოკიდებული კვების ხასიათზე,ანუ იმაზე რას ვჭამთ,როდის ვჭამთ,რა სიხშირით ვჭამთ და რაც ყველაზე მთავრია რამდენად ჯანსაღად ვჭამთ.მეორე მიზეზი არის ის რომ ჯანსაღი კვება თავისი არსით გულისხმობს დაბალანსებულ,რაციონალურ და რეჟიმით კვებას,ეს ყველაფერი კი გვეხმარება იმაში რომ ჩვენმა ორგანიზმმა მიიღოს ყველა ის სასარგებლო და აუცილებელი ნივთიერება რომელიც აუცილებელია ჩვენი რეპროდუქციული სისტემისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესისითვის .


ახლა კი ჩვენს თავბეს დავუსვათ რამდენიმე კითხვა რაც დაგვეხმარება იმის გარკვევაში თუ რამდენად ჯანსაღად და სწორად ვიკვებებით.


პირველი მთავარი კითხვა არის როდის?

მეორე და ასე უმნიშვნელოვანესი კითხვაარამდენი?

და ბოლო ასევე მნიშვნელოვანი კითხვა რომელიც უნდა დავუსვათ საკუთაღ თავებს არის როგორ?


• პირველ რიგში ჩვენ უნდა გავარკვიოთ დღის რომელ კონკრეტულ მომენტში რა სახის საკვები მივიღოთ.დამეთანხმებით რომ ამ ფაქტს უდიდესი გავლენა აქვს ჯანსაღ კვებაზე.ის ფაქტი რომ გვიან ჭამა საზიანოა არავისთვისაა ახალი და უცხო.მთავარი მიზეზი კი არის ის რომ ჩვენი კუჭი ძილის დროს სათანადოდ ვერ მუშაობს,ამ დროს საკვების დიდი ნაწილი რჩება მოუნელებელი, ის კი შემდეგში ცხიმებად გარდაიქმენბა,ჭარბ ცხიმებად. ამ ყველაფრის საპირისპირო კი დილით ჭამაა .რადგან სწორედ ამ დროს მიღებული ნივთიერებები გვეხმარება იმაში რომ მთელი დღის განმავლობაში გვქონდეს საკმარისი ენერგია,იმისთვის რომ ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიელები


•ზომიერება ერთ-ერთი საუკეთესო თვისება რომაა ეს ვიცით ალბათ ყველამ.კვებაც არაა გამონაკლისი ამ ხვრივ,როგორი ჯანსაღი პროდუქტიც არ უნდა იმივიღოთ, მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება საზიანოა ნებისმიერ შემთხვევეაში.


•და ბოლოს აუცილებლად გასათვალისწინებლი ფაქტი არის ის თუ “როგორ” უნდა ვჭამოთ.აქ ვგულისხმობ იმას რომ ნებისმიერი ჯანსაღი საკვები რომელსაც მივირებთ, ვერ იქნება ისეთი სარგებლის მომტანი,როგორიც იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მას მივიღებდით ხანგრძლივად და ნელა.

Comments

Popular posts from this blog

''კვების რაციონის შედგენა 🍓🍅🍕 ''

ხელის მოჭიდება. ✊