სითბური დარტყმის სიმპტომები🌡️💦

 





ძლიერი ოფლისდენა 💦

ქოშინი

სისუსტე

თავბრუსხვევა

თვალთდაბნელება, მხედველობითი ჰალუცინაციები (ციმციმი თვალების წინ)

ხშირი ან სუსტი პულსი

გადახურების შემთხვევაში ორგანიზმის მთელი ძალები და რესურსები გადასროლილია გაგრილების პროცესზე, ხოლო ცხიმის წვის რთული პროცესი კი პირიქით – რთულდება! ორგანიზმი ცდილობს დაწვას ნაკლები კალორიები, რათა ოფლის გაძლიერება შეაფერხოს, რადგან ის უკვე ვერ უმკლავდება არაბუნებრივად, გარედან ჩარევით გამოწვეულ გაზრდილ ოფლის დენას. გარდა ამისა, წყლის ნაკლებობის გამო ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები. რთულდება დაშლის პროდუქტების გამოტანა კუნთებიდან, უჯრედებიდან და სასარგებლო ნივთიერებების მიწოდება. ასე რომ, ცელოფანში გახვევა და გაძლიერებული ოფლის დენა არა მარტო აფერხებს ცხიმის წვას, არამედ ხელს უშლის კიდეც!


ამერიკის ვარჯიშების საბჭოს (ACE, American Council on Exercise) წევრის პიტ მაკქოლის კომენტარით, მუცლის ნაწილზე მჭიდრო შეფუთვა ადუნებს მუცლის კუნთებს და ისინი წვავენ ნაკლებ კალორიებს, ვიდრე შეფუთვის გარეშე ვარჯიშის დროს.


სხვათა შორის, ოფლისმდენი კოსტიუმების გამოყენება აკრძალული იქნა ამერიკის სპორტის ნაციონალური სტუდენტური ასოციაციის (NCAA) მიერ, მას შემდეგ რაც ის სამი სპორტსმენის დაღუპვის მიზეზი გახდა, რომლებიც ცხელ ამინდში ასეთი ფორმით ვარჯიშობდნენ.


ნაწყვეტი ჯილიან მაიკლსის (ცნობილი ამერიკელი ფიტნეს-ექსპერტი) ინტერვიუდან


ჟურნალისტი: ვარჯიშის დროს გაოფვლა არის უფრო უკეთესი შედეგის მომტანი?


ჯილიან მაიკლსი: არა, ვარჯიშის შესრულების დროს მიზანი გულის მუშაობის აჩქარებაა, ამიტომ თუ ვარჯიშობ შენი გულის რიტმის მაქსიმალური ზღვრის 85%-ზე, შედეგს აუცილებლად მიიღებ. არაა საჭირო გაოფვლა. ოფლის საშუალებით ჩვენი ორგანიზმი ახდენს გაგრილებას. არსებობს გავრცელებული არასწორი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ შეასრულებ იოგას ვარჯიშებს სიცხეში, დაწვავ უფრო მეტ კალორიას. ეს არაა სწორი, შენს ორგანიზმს გახურება ჭირდება შიგნიდან გარეთ და არა პირიქით. წარმატებული სავარჯიშო რეჟიმი მისი ინტენსივობით ფასდება და ამის საუკეთესო საზომია გულის რიტმის მაქსიმალური სიხშირის დასაშვები ზღვარის 85%-ზე დატვირთვა.👌

Comments

Popular posts from this blog

''კვების რაციონის შედგენა 🍓🍅🍕 ''

ხელის მოჭიდება. ✊