ძალოვანი ტრენინგის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 45 წუთისა, ვარჯიშის დასაწყისში აუცილებელია სხეულის გახურება ან 10-წუთიანი მსუბუქი კარდიო, დასრულებისას კი – გაგრილება და 5 წუთიანი გაწელვები. მთლიანობაში დარბაზში ვარჯიშის დრო არ უნდა აჭარბებდეს 60 წუთს.
თითოეული ვარჯიში იწყება ორი გასახურებელი სეტით: პირველი – სავარჯიშო წონების 50%-ით და 12 გამეორებით, მეორე – სავარჯიშო წონის 70% და 10 გამეორება. მისვლებს შორის შესვენება 30 წამია, ხოლო განსხვავებულ ვარჯიშებს შორის – 1,5-2 წუთი.

Comments
Post a Comment